+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები

უწყებათაშორისი კომისია რეკომენდაციებს აქვეყნებს

სექტემბერი 5, 2013 /რედაქტორი -Admin / 196,411

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული უწყებათაშორისი კომისია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას,   პროკურატურის ორგანოებს, ასევე არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს და საარჩევნო სუბიექტებს რეკომენდაციებით მიმართავს.
რეკომენდაციები, რომლებიც კომისიამ გუშინ გაავრცელა, 2 სექტემბერს გამართულ სხდომაზე შემუშავდა.
“საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული უწყებათაშორისი კომისია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, აკისრია რა პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყოს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარებას და ამ მიზნით, საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციას და დარღვევებზე რეაგირებას, რეკომენდაციით მიმართავს: 
1. ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს:

ა. წინასაარჩევნო პერიოდში თავი შეიკავონ სხვადასხვა სახის მედიასაშუალებებთან გაფორმებული ხელშეკრულებების მოშლისგან ნებისმიერი, მათ შორის, ლეგიტიმური საფუძვლით, რათა ეს არ იქნეს აღქმული წინასაარჩევნოდ მედიის შეზღუდვის მცდელობად. 

ბ. მაქსიმალურად შეუწყონ ხელი მედია საშუალებების თავისუფალ ფუნქციონირებას, რათა მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყოს შეძლებისდაგვარად სრულფასოვანი ინფორმაცია არჩევნებში მონაწილე კანდიდატების, ასევე, ამომრჩეველთა უფლებების და არჩევნებთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.  

2. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს:

მათ სტრუქტურებში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეებისთვის გამოსცენ დეტალური და მკაფიო განმარტებები იმასთან დაკავშირებით, თუ რისი უფლება აქვთ და რა ეკრძალებათ მათ წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე/გამოქვეყნებამდე, რა სანქციებია დაწესებული კანონის მოთხოვნების დარღვევებზე და როგორ არის დაცული მათი არჩევანის თავისუფლება და ფარულობა. 

უწყებათაშორისი კომისია მიესალმება თავდაცვისა და ფინანსთა სამინისტროების მიერ თავიანთი საჯარო მოსამსახურეებისთვის გაკეთებულ ასეთ განმარტებებს და მიზანშეწონილად მიიჩნევს, მსგავსი განმარტებები სხვა საჯარო უწყებებშიც გავრცელდეს.

3. არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს და საარჩევნო სუბიექტებს:

უზრუნველყონ შიდაპარტიული დისციპლინა და კანონმორჩილება და მოუწოდონ თავიანთ წევრებსა და აქტივისტებს, თავი შეიკავონ სხვა პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო ღონისძიებების ორგანიზებაში ხელის შეშლისგან. ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, გამოხატოს პროტესტი ან/და უკმაყოფილება ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისა თუ პოლიტიკოსის მიმართ, მაგრამ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება უნდა თავსდებოდეს კანონის ფარგლებში, პროტესტის ფორმა არ უნდა არღვევდეს საზოგადოებრივ წესრიგს და მან ხელი არ უნდა შეუშალოს პოლიტიკური პარტიის/პოლიტიკოსის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებას.

ამ მხრივ უწყებათაშორისი კომისია პოზიტიურად აფასებს “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას პარტიის რიგებიდან იმ წევრების გარიცხვის შესახებ, რომლებმაც ზუგდიდში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრაიმერის მონაწილეებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მნიშვნელოვანია პარტიის განცხადება იმის შესახებაც, რომ მსგავსი აგრესიული ქმედებების განხორციელების შემთხვევაში პარტია კვლავაც მიიღებს მკაცრ  ზომებს.  

4. ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს:

წინასაარჩევნო პერიოდში თავი შეიკავონ მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებების განხორციელებისაგან, მათ შორის, ხელმძღვანელი პირების (გამგებლების, საკრებულოს თავმჯდომარეების) თანამდებობიდან გადაყენებისაგან, მათ შორის იმპიჩმენტის წესით, რათა ეს არ იქნეს საჯარო მოსამსახურეთა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების და არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მცდელობად. 

5. პროკურატურის ორგანოებს: 
უწყებათაშორისი კომისიაპროკურატურის ორგანოებს შეახსენებს 2013 წლის შუალედური არჩევნებისას გაცემულ რეკომენდაციას, რომლის თანახმადაც, სასურველია:
ა. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დაკითხვებისაგან თავის შეკავება კენჭის ყრის დღემდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქმის მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ან იქმნება საპროცესო ვადის დარღვევის საფრთხე. 
ბ. დაკითხვისაგან თავშეკავების რეჟიმი ასევე გავრცელდეს შესაბამისი საარჩევნო ოლქის/უბნის შტაბის აქტივის წევრებზე, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. ამ პირთა სია უწყებათაშორის კომისიას უნდა წარუდგინოს კანდიდატის პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა/ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა.  სიაში შეყვანილ პირთა რაოდენობა უნდა იყოს გონივრული და შეესაბამებოდეს რეალობას. სია არ უნდა წარმოადგენდეს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისათვის თავის არიდებისა და ხელშეშლის საშუალებას.
საპრეზიდენტო არჩევნების მაქსიმალურად დემოკრატიულ გარემოში ჩატარება სახელმწიფოს მიერ გაცხადებული უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. შესაბამისად, უწყებათაშორისი კომისია არ იზღუდება მხოლოდ კანონის მოთხოვნების დაცვით და მოუწოდებს ყველა საჯარო უწყებასა და საჯარო მოსამსახურეს, დაიცვან სამართლიანობისა და გამჭვირვალობის ყველაზე მაღალი სტანდარტები”, – ნათქვამია კომისიის რეკომენდაციებში.

წყარო: www.ipn.ge

Leave a reply კომენტარის გაუქმება

Your email address will not be published. Required fields are marked

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. N 142
+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Copyright © 2024 Powered by –