+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები

თამარ ტალიაშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორუმზე მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზებაზე ისაუბრა  

ოქტომბერი 25, 2019 /რედაქტორი -Admin / 256,356

 

ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესისა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ვიცე-პრეზიდენტი თამარ ტალიაშვილი ევროსაბჭოს პოლიტიკური პლატფორმის (PLATFORMA) მიწვევით ქალაქ ვილნიუსში იმყოფებოდა, სადაც თანამშრომლობის განვითარების პანელში – „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პრიორიტეტები და თანამშრომლობის შესაძლებლობები“ მოხენებით გამოვიდა. დეპუტატმა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG 2030) მიღწევის გამოწვევებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების გამოცდილებაზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა ევროკავშირისა და სამეზობლო ქვეყნებთან დეცენტრალიზებული თანამშრომლობით საქართველოში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებს.

ამავე პანელში მონაწილეობას იღებდა EBRD-ის კლიმატის ცვლილებების ვიცე-დირექტორი ნაიჯელ იოლანდი, რომელმაც საქართველოსთან წარმატებული თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტები შეაფასა, როგორც რეგიონში ეფექტური თანამშრომლობის ყველაზე წარმატებული მაგალითი. ასევე, ევრო-კომისიის სამეზობლოს ეკონომიკური განვითარების ხელმძღვანელმა – ოაბინ აჯენინმა – წარმატებულად შეაფასა ის დინამიკა, რომელსაც საქართველომ სამეზობლოს გაფართოების პროგრამის ფარგლებში მიაღწია.

თამარ ტალიაშვილმა საქართველოში თბილისის მაგალითზე, გატარებული რეფორმებისა და პროექტების წარმატებით განხორციელებაში ევროპულ საფინანსო ორგანიზაციებთან  თანამშრომლობის როლს გაუსვა ხაზი, მათ შორის, ისეთი ინიციატივების, როგორიც არის:  ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემები (ITC), დედაქალაქის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმა (SUMP), მუნიციპალური ნარჩენების მენეჯმენტი, ტყის განახლება და კუს ტბისა და მთაწმინდის განვითარება, საცხოვრებლად ღირებული / მისაღები ქალაქები (Livable Cities), სამოქალაქო ჩართულობის პლატფორმა, ღია მმართველობის პროგრამა (OGP) და სტარტაპ ბიზნესის ხელშემწყობი აქსელერატორი – „სპარკი“. ასევე საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ კოორდინირებული პროექტის – განვითარებისა და ეფექტიანობის ქსელი (N4ED). გარდა ამისა, ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის თანამშრომლობის პროგრამის პროექტზე – ,,მწვანე ტურიზმი და ისტორიული მემკვიდრეობა – შავი ზღვის აუზის განვითარების საფუძვლები“.

„საქართველოს მაგალითი გვიჩვენებს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში თუ როგორ შეიძლება დეცენტრალიზაციის პროცესის წარმართვა ისე, რომ ქალაქები და მუნიციპალიტეტები გახდნენ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ქმედითი და ეფექტიანი ინსტრუმენტი. ცხადია ევროპის კავშირმა, ევროპის საბჭოს კონგრესმა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ თანამშრომლობა ამ შედეგების გაზიარებისა და განვრცობისათვის“ – აღნიშნა კონგრესის ვიცე პრეზიდენტმა.

PLATFORMA-ს წარმომადგენელმა ოლივიე ბაუმარდმა მადლობა გადაუხადა თამარ ტალიაშვილსა და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას (ათეა)საქართველოს პირველი მუნიციპალიტეტების მიერ ევროპის ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის ქარტიის ხელმოწერის ძალისხმევისთვის და ხაზი გაუსვა ამ ნაბიჯის მნიშვნელობას საქართველოს მიერ გაეროს მდგრადი განვითარების (SDG 2030) მეხუთე – თანასწორობის – მიზნის მიღწევის ინდექსისათვის. 

თამარ ტალიაშვილმა ასევე მონაწილეობა მიიღო ფორუმის ფარგლებში გამართულ ვორქშოპში, სადაც ფორუმის მონაწილეებს ევროსაბჭოს კონგრესის როლი და ამოცანები გააცნო, ასევე ისაუბრა ადგილობრივ თვითმმართველობათა ევროპული ქარტიის პრინციპების კორელაციაზე გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზებასთან.

ფორუმის დასასრულს PLATFORMA-ს ხელმძღვანელმა,  მარლენ სიმეონმა, გამოთქვა მზაობა შემდეგი ფორუმის თბილისში გამართვასთან დაკავშირებით.

Leave a reply კომენტარის გაუქმება

Your email address will not be published. Required fields are marked

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. N 142
+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Copyright © 2024 Powered by –