+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები

დავით მელუამ ევროსაბჭოს მმართველი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

ოქტომბერი 21, 2021 /რედაქტორი -Admin / 256,487

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა – დავით მელუამ ევროსაბჭოს მმართველი კომიტეტის  სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 2020-2023 წლებში, საქართველოსთვის ევროპის სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ მსჯელობას დაეთმო.

შეხვედრა, რომელსაც ევროპის საბჭოს პროგრამების გენერალური დირექტორატის აპარატის ხელმძღვანელი – ვერენა ტეილორი და საქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი – შალვა ცისკარაშვილი უწევდნენ მედიატორობას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ – ლაშა დარსალიამ გახსნა. ღონისძიება რამდენიმე სესიად დაიყო და მასში საქართველოს სხვადასხვა უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესის ურთიერთთანამშრომლობისა და საგარეო ურთიერთობათა განყოფილების უფროსი – მარიტე მორასი და  კონგრესის პოლიტიკური საკითხებისა და სხვა თემატური დირექტორატების ხელმძღვანელი პირები იღებდნენ მონაწილეობას.

​დავით მელუამ საქართველოსა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის სამოქმედო გეგმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნულ პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობას გაუსვა ხაზი. ათეა-ს აღმასრულებელი  დირექტორის განაცხადებით, განვლილ წლებში საქართველომ შეძლო დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპებზე დაფუძნებული ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის შექმნა და ვინაიდან ადგილობრივი ხელისუფლება სულ უფრო მზარდ როლს ასრულებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, წარმატებული მოდელის შესაქმნელად,  აუცილებელია მათი ჩართულობა აღნიშნული პოლიტიკისა თუ სამოქმედო გეგმების ეროვნულ დონეზე განხილვასა და შესრულების მონიტორინგში.

,,დღეს საქართველოს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები ახალი გამოწვევების წინაშე დგანან და მათ შორის უმთავრესია ადამიანის უფლებათა დაცვა ადგილობრივ დონეზე, რაც არ შემოიფარგლება მხოლოდ მოქალაქეთა მონაწილეობით, არამედ გულისხმობს ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული კომუნალური და სოციალური მომსახურების მიწოდებას ქალაქებსა და სასოფლო თემებში. დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. მათ შორის, მიღებულ იქნა სამი ახალი კანონი, რის შედეგადაც, მუნიციპალიტეტებმა უფლებამოსილებები მიიღეს ბავშვთა უფლებების დაცვის, შშმ. პირთა უფლებების რეალიზებისა და სოციალური მომსახურების მიწოდების სფეროებში. წელს არჩეულ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს სწორედ ამ ამოცანებთან მოუწევთ შეჭიდება. შესაბამისად, ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია პროექტი – “მონაწილეობითი დემოკრატიის გაძლიერება და ადამიანის უფლებების დაცვა ადგილობრივ დონეზე”, რომელსაც ევროპის საბჭოს კონგრესი ახორციელებს სახალხო დამცველთან და ჩვენს ასოციაციასთან თანამშრომლობით” – განაცხადა დავით მელუამ და აღნიშნულ პროექტში აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრაზე, რომელიც რამდენიმე სესიად დაიყო, ასევე, დემოკრატიის, სასამართლო სისტემისა და მედიის თავისუფლების გაძლიერების მიმართულებები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

Leave a reply კომენტარის გაუქმება

Your email address will not be published. Required fields are marked

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. N 142
+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Copyright © 2024 Powered by –