+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები

ათეა-ს წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტებს შავი ზღვის თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები გააცნეს

ნოემბერი 11, 2021 /რედაქტორი -Admin / 256,498

 

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG), პროექტის – „მწვანე ტურიზმი და ისტორიული მემკვიდრეობა – შავი ზღვის აუზის განვითარების საფუძვლები“ ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიებებს განაგრძობს.

ათეა-ს წარმომადგენლებმა – პროექტის მენეჯერმა – ტატიანა ბოკუჩავამ და ავთანდილ ოსეფაიშვილმა, ამჯერად ლანჩხუთის, ქობულეთისა და ფოთის მუნიციპალიტეტების პირველ პირებთან და მერიის წარმომადგენლებთან გამართეს შეხვედრები და აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ორგანიზაციის მიერ, 2018 წლიდან დღემდე განხორციელებული ღონისძიებები გააცნეს.

პირველი პრეზენტაცია ექვს ენაზე შექმნილ, ერთობლივი ელექტრონული კატალოგის მიმოხილვას დაეთმო, რომელიც პროექტში მონაწილე ქვეყნებმა – საქართველომ, ბულგარეთმა, რუმინეთმა, საბერძნეთმა, მოლდოვამ და უკრაინამ, ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ერთობლივად შეიმუშავეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა,  პორტალი – https://greethis-db.info/ka/home-ge/ პროექტში მონაწილე ექვსივე ქვეყანაში ოპერირებადი იმ ორგანიზაციების მონაცემთა ბაზებს მოიცავს, რომლებიც ენერგოეფექტური პროდუქციის შექმნა/რეალიზაციას ახორციელებენ.

აგრეთვე, მნიშვნელოვანია, რომ ამავე ვებ-გვერდზე შესაძლებელია ისტორიული შენობებისა და ტერიტორიების ენერგოეფექტურობისა და კლიმატისადმი მდგრადობის ინოვაციური ტექნოლოგიების საბაზრო კვლევების ხილვა.

​შავი ზღვის ტრანსსასაზღვრო ადგილების პოპულარიზაციის მიზნით, პროექტის ფარგლებში, ასევე, შეიქმნა ტურისტული ობიექტების ვირტუალური გიდი (https://greethis.ilab.studio/ge), რომელიც პროექტში მონაწილე ქვეყნების, ექვს-ექვსი ობიექტის ვირტუალურ ტურს შეიცავს. მათ შორისაა ფოთში არსებული ნიკო ნიკოლაძის კოშკი, ფოთის საკათედრო ტაძარი, ქობულეთის მუზეუმი, კინტრიშის ხეობა, გონიოს ციხესიმაგრე და ქედის მუნიციპალიტეტის ხეობა.

დღესვე, ტატიანა ბოკუჩავამ დამსწრე საზოგადოებას, ათეა-ს მიერ პროექტში მონაწილე – ფოთის (https://tourspoti.ge/) ქობულეთისა (http://tourslanchkhuti.ge/)და ლანჩხუთის (http://tourslanchkhuti.ge/) მუნიციპალიტეტებისთვის ინდივიდუალურად შექმნილი ტურისტული ობიექტების ვირტუალური გიდის პრეზენტაცია წარუდგინა და განმარტა, რომ აღნიშნული პორტალების არსებობა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, როგორც თვითმმართველი ერთეულების, ისე ქვეყნის განვითარებასა და პოპულარიზაციას.

პრეზენტაციების შემდეგ პროექტის თანამშრომლებმა მერიის წარმომადგენლებს, საინფორმაციო ბროშურები გადასცეს, სადაც დეტალურადაა აღწერილი პროექტში განხორციელებული ყველა ღონისძიება.

პროექტი ,,მწვანე ტურიზმი და ისტორიული მემკვიდრეობა“, რომელსაც ბულგარეთის შავი ზღვის ადგილობრივი ორგანიზაციების კავშირი (UBBSLA) საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან (NALAG), ასევე რუმინეთის, საბერძნეთის, მოლდოვასა და უკრაინის ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ახორციელებს, 2018 წელს დაიწყო და 2021 წელის დეკემბერში დასრულდება.

 

Leave a reply კომენტარის გაუქმება

Your email address will not be published. Required fields are marked

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. N 142
+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Copyright © 2024 Powered by –