+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები

ნინო ქავთარაძემ ევროსაბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

ნოემბერი 19, 2021 /რედაქტორი -Admin / 256,509

 

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელი საბჭოსა და ევროპის საბჭოს კონგრესის წევრმა – ნინო ქავთარაძემ, ევროსაბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას, გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.  

,,ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ფარგლებში საქართველოს ინიციატივა იყო, რომ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გარემოს დაცვა და ადამიანის უფლებები აგვერჩია. ჩვენ როგორც საქართველოს დელეგაციას კონგრესში, გვინდა განვაგრძოთ ეს საკითხზე, როგორც კონგრესის ერთ-ერთი პრიორიტეტულ მიმართულებაზე მუშაობა და განვიხილოთ კლიმატის ცვლილებები, დედამიწის ეკოსისტემისა და ბიო მრავალფეროვნების დაცვა, როგორც ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამოწვევა და ფუნდამენტურ უფლებებთან პირდაპირ კავშირში მყოფი საკითხი. მიგვაჩნია, რომ ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო, პირდაპირ კავშირშია როგორც მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობის დაცვასთან, ასევე ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებასა და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობასთან“, – განაცხადა ნინო ქავთარაძემ.  

მანვე, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელმა, მოქალაქეთა ინტერესების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე  ისაუბრა და აღნიშნულ პროცესში ევროპის საბჭოს ჩართულობას გაუსვა ხაზი.

,,ის, რომ საქართველომ გარემოს დაცვის საკითხები  ადამიანის უფლებების დონეზე აიყვანა და მას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა, უკვე ნათლად არის ასახული ჩვენი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში, სადაც სრულიად განახლდა მუნიციპალური ტრანსპორტი, რამდენიმე ლოკაციაზე დაიწყო ჰაერის ხარისხის კონტროლი, პერმანენტულად მიმდინარეობს საზოგადოებრივი სივრცეების განახლება და ახალი მწვანე ზონების გაჩენა. ჩვენთვის, დღეს, მთავარი გამოწვევაა  ვიპოვოთ სინერგია ეკონომიკასა და ეკოლოგიას შორის და ეს ორი მიმართულება გავხადოთ მოსახლეობისთვის ხელშესახები შედეგების მომტანი. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ  საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა, როგორიცაა ევროპის საბჭო, ევროკავშირი. საქართველო, როგორც ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერი ქვეყანა, დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ შეთანხმების შესრულებას და ღირებულებების დაცვას. ამისათვის გვჭირდება, როგორც ფინანსური, ისე ადამიანური რესურსი, საჭიროა კომპეტენციის მუდმივი ზრდა, ისევე,  როგორც მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება”, – განაცხადა ათეა-ს წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და მუნიციპალიტეტებს აქვთ სწორი ურთიერთთანამშრომლობის პოლიტიკა, რომლის მთავარ მიზანსაც, სწორედ ადამიანის ღირსების, ასევე სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა და ამისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ ქართული დელეგაციის ინიციატივა, რომელიც გარემოს დაცვის კუთხით, ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე  დოკუმენტის მომზადებას, კონგრესის კომიტეტების მიერ ერთიანი სტრატეგიის განსაზღვრასა და ასევე, ევროპის საბჭოს ქვეყნებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, კონგრესთან ერთად, მაღალი დონის ყოველწლიური კონფერენციის დაფუძნებას გულისხმობდა, მონიტორინგის კომიტეტმა მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს დაამტკიცა.

სხდომაზე, რომელიც ჰიბრიდულ ფორმატში წარიმართა, შეხვედრის მონაწილეებმა სხვა თემებთან ერთად, ქალაქებისა და სოფლების განვითარების პროცესში მომავალი თაობის ჩართულობის ხელშეწყობასა და ცნობიერების ამაღლების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს, დასასრულს კი, კონგრესის სამომავლო გეგმები განიხილეს. 

 

Leave a reply კომენტარის გაუქმება

Your email address will not be published. Required fields are marked

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. N 142
+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Copyright © 2024 Powered by –