+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები

ათეა-მ შავი ზღვის თანამშრომლობის პროგრამის პროექტის ფარგლებში პირველი ადგილობრივი სემინარი გამართა

ივლისი 19, 2019 /რედაქტორი -Admin / 256,284

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით, შავი ზღვის თანამშრომლობის პროგრამის პროექტის ,,მწვანე ტურიზმი და ისტორიული მემკვიდრეობა – შავი ზღვის აუზის განვითარების საფუძვლები“ ფარგლებში, პირველი ადგილობრივი სემინარი გაიმართა.

შეხვედრაში, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტში მოეწყო, ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან – ნათია ღვინაშვილთან, ასევე, ასოციაციის თანამშრომლებთან – ტატიანა ბოკუჩავასთან და ავთანდილ ოსეფაიშვილთან ერთად, პროექტის ოთხი სამიზნე მუნიციპალიტეტის – ლანჩხუთის, ფოთის, ქობულეთისა და ბათუმის კულტურის, ტურიზმისა და არქიტექტურის სფეროების წარმომადგნელებმა მიიღეს მონაწილეობა.

სემინარზე, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა-მირიან ქათამაძემ, ვიცე-მერთან – დავით ვერულიძესთან ერთად გახსნა, პროექტის პრეზენტაცია მოეწყო, სადაც დეტალურად იყო წარმოდგენილი ის ამოცანები და მიმართულებები, რასაც ,,black sea cooperation’’ ახორციელებს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროექტი შავი ზღვის რეგიონში ისტორიული მწვანე ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით – ინოვაციური ტექნოლოგიების კატალოგის შექმნას, ასევე საინვესტიციო გარემოს შექმნისთვის ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევასა და ტურისტული დანიშნულების ადგილების პოპულარიზაციას ითვალისწინებს.

ასოციაციის წარმომადგენლების განცხადებით, ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის შეიქმნება ვირტუალური სახელმძღვანელო, სადაც ასახული იქნება პროექტის ფარგლებში შერჩეული ისტორიული შენობებისა და ძეგლების ვიზუალური მასალა, ინფორმაცია ფლორასა და ფაუნაზე, ასევე, კლიმატურ პირობებზე, ბუნებრივ რეზერვებსა და დაცულ ტერიტორიებზე. მათივე განმარტებით, ერთობლივი ონლაინ კატალოგისთვის მომზადდება შავი ზღვის აუზის ისტორიული ტურიზმისა და მისი ასპექტების გზამკვლევი, რომელიც საქართველოს შავი ზღვის ტურისტული ობიექტების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

პროგრამის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია ექსკურსია ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარე კინტრიშის ხეობაში, რაც ვირტუალური გიდისთვის მასალების მომზადებასა და მისი ტურისტული დანიშნულების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

პროექტი ,,მწვანე ტურიზმი და ისტორიული მემკვიდრეობა“, რომელსაც ბულგარეთის შავი ზღვის ადგილობრივი ორგანიზაციების კავშირი (UBBSLA) საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან (NALAG), ასევე რუმინეთის, საბერძნეთის, მოლდოვისა და უკრაინის ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ახორციელებს, 2018 წელს დაიწყო და 2021 წელს დასრულდება.

Leave a reply კომენტარის გაუქმება

Your email address will not be published. Required fields are marked

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. N 142
+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Copyright © 2024 Powered by –