+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები

ათეა-ს ორგანიზებით, ევროკავშირის პროექტის (N4ED) ფარგლებში, ქალაქების თემატური ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა

მაისი 28, 2019 /რედაქტორი -Admin / 256,263

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სასტუმროში „ჯორჯიან პალას ჰოტელ ქობულეთი“, პროექტის „ეფექტიანობისა და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში, ქალაქების თემატური ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიება, რომელშიც ასოციაციის, საქართველოს თვითმმართველი ქალაქებისა და დიდი ურბანული დასახლებების (გორი, ზუგდიდი) ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას, ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა – გახსნა.

დავით მელუამ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრის მიზანს მუნიციპალიტეტებში არსებული გამოწვევების ერთობლივი განხილვა და მათი გადაწყვეტის მექანიზმების ძიება წარმოადგენს.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით  ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ – ნათია ღვინაშვილმაც მიმართა, რომელმაც ქვეყანაში ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების პროცესში ათეა-ს როლზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნული მიმართულების ეფექტიანად განხორციელების უმთავრეს მექანიზმებს – გამჭვირვალობასა და მოქალაქეთა მონაწილეობას, ასევე მუნიციპალიტეტებს შორის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

თემატური ჯგუფის პირველ შეხვედრაზე, ქალაქის კატეგორიის დასახლებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ტერიტორიულ საფუძვლებზე, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელებაში ქალაქების როლზე და Smart-City კონცეფციაზე ისაუბრეს, რის შემდეგაც ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების პრეზენტაციებს დაეთმო.

დღესვე ათეა-სა და N4ED-ის ექსპერტებმა თემები – „მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში – ქალაქ სტრასბურგის მაგალითი“, „დეცენტრალიზაციის სტრატეგია 2019-2025 – ქალაქების როლი და მონაწილეობა“, „CLLD მეთოდოლოგია და LAG-ის გამოყენების შესაძლებლობები საქართველოში“ , ასევე „Smart City კონცეფცია – ინოვაციური მიდგომები“ წარმოადგინეს, რის შემდეგაც შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა განმარტეს, შეხვედრის ძირითად მიზანს მსგავსი გამოწვევების მქონე მუნიციპალიტეტების თანამშრომლობითი პლატფორმის შექმნა, თითოეული მუნიციპალიტეტისთვის რელევანტური პრობლემების გადაწყვეტის ერთობლივი და  გზების ძიების ერთიანი პრაქტიკის დამკვიდრება წარმოადგენდა.

შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებმა საკუთარი წინადადებები წარმოადგინეს, პლატფორმის მუშაობის პრინციპებზე შეთანხმდნენ და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.

„დღევანდელ შეხვედრზე დიდი ქალაქების წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ ემსჯელათ იმ გამოწვევებსა თუ პროექტებზე, რომლებსაც ისინი ყოველდღიურ საქმიანობაში აწყდებიან და ახორციელებენ. ჩვენი მიზანია, რომ სწორედ ერთობლივი მსჯელობის გზით განისაზღვროს გადაწყვეტის ხერხები, რომლებიც საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას უნდა წარედგინოს. მიგვაჩნია, რომ სწორედ ასეთი თანამშრომლობის საფუძველზეა შესაძლებელი უკუკავშირის ისეთი შედეგის მიღება, რომელიც გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებებისა თუ პოლიტიკის დოკუმენტების მომზადების მეშვეობით, ზემოთ ხსენებული საკითხების გადაჭრის პროცესს უფრო ეფექტიანს გახდის. თუმცა, ამავდროულად ვაცნობიერებთ, რომ ეს გამოწვევები კომპლექსურია, რომელთა გადასაწყვეტადაც გარკვეული დროა საჭირო”-განაცხადა დავით მელუამ.

ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ასევე, ქალაქების მართვის უფრო მობილური, გამართული და შედეგზე ორიენტირებული მოდელის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკაში ქალაქების როლის მნიშვნელობის გაზრდასთან ერთად, აუცილებელია მათი განვითარებისა და უკეთ მართვის როგორც შესაძლებლობების, ისე უფლებამოსილებების გაზრდა.

პროექტი „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივაა, რომელსაც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, კვლევით ცენტრ – PMC (საქართველო)-სთან და ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასოციაციასთან (LALRG) თანამშრომლობით ახორციელებს. N4ED-ს მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური მმართველობის და მონაწილეობითი დაგეგმარების დამკვიდრებას, საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის დანერგვას, ადგილობრივ თვითმმართველობათა შორის თანამშრომლობისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების ქსელის შექმნას. აღნიშნული პროექტი საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდება.

Leave a reply კომენტარის გაუქმება

Your email address will not be published. Required fields are marked

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. N 142
+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Copyright © 2024 Powered by –