+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები

ათეა-ს ორგანიზებით საქართველო-სომხეთის სასაზღვრო მუნიციპალიტეტების ადგილობრივი განვითარების ფორუმი მოეწყო

თებერვალი 20, 2020 /რედაქტორი -Admin / 256,399

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) და სომხეთის თემთა კავშირის ორგანიზებით, თბილისში,  საქართველო-სომხეთის სასაზღვრო მუნიციპალიტეტების ადგილობრივი განვითარების ფორუმი მოეწყო.

გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით გამართული ღონისძიება, რომელიც სასტუმროში ,,ჰოლიდეი ინნ თბილისი“ გაიმართა, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG), ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესისა და ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) ვიცე-პრეზიდენტთან  – თამარ ტალიაშვილთან ერთად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ – მზია გიორგობიანმა, ასევე გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა – ლუიზა ვინტონმა და სომხეთის თემთა კავშირის პრეზიდენტმა – ემინ იერეციანმა გახსნეს.

მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას თამარ ტალიაშვილმა  ლუიზა ვინტონს ასოციაციის სახელით მადლობა გადაუხადა და ათეა-სა და გაეროს განვითარების ფონდის მიერ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში სიღარიბის დაძლევის, ეკონომიკური გაძლიერების, ასევე, საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების კუთხით განხორციელებული თანამშრომლობა პროდუქტიულად შეაფასა.  

,,2018 წელს განხორციელებული რეფორმის შედეგად, ადგილობრივ თვითმმართველობებში  ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური პრინციპი დაინერგა – ეს არის სუბსიდიარობის პრინციპი. სწორედ ამ პრინციპზე დაფუძნებით განვითარდება ჩვენს ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობა.
დეცენტრალიზაციის მნიშვნელოვანი პრინციპები გვაძლევს საშუალებას განვაცხადოთ, რომ  საქართველოში დაიწყო დეცენტრალიზაციის ახალი ტალღა,“- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

ფორუმის მეორე ნაწილი ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გახსნა.  დავით მელუამ ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას საქართველო – სომხეთის ტრანსასაზღვრო კვლევის პრეზენტაცია წარუდგინა.

აღნიშნული თემა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველოსა და სომხეთის ადგილობრივ ხელისუფლებათა წარმომადგენლებმა ერთმანეთს წარმატებული გამოცდილება გაუზიარეს. ასევე დაიგეგმა ორი ქვეყნის მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.

დღესვე მოეწყო თემატური ჯგუფების პრეზენტაციები, რომლის ფორმატშიც დაისახა თანმშრომლობა, როგორც მუნიციპალური მომსახურებების, ტურიზმისა და მცირე ბიზნესის, ასევე, მწვანე ეკონომიკის მიმართულებით.

Leave a reply კომენტარის გაუქმება

Your email address will not be published. Required fields are marked

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. N 142
+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Copyright © 2024 Powered by –