+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები

ევროსაბჭოს კონგრესისა და ათეა-ს ორგანიზებით ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ნოემბერი 26, 2019 /რედაქტორი -Admin / 256,373

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესისა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით სემინარი – ,,ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება  ადგილობრივ დონეზე’’ გაიმართა.

სემინარში, რომელიც საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა – კრისტიან ურსემ, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესისა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ვიცე-პრეზიდენტმა, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ – თამარ ტალიაშვილმა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე კონგრესის თემატურმა მომხსენებელმა, მიდელბურგის მერმა – ჰერალდ ბერგმანმა გახსნეს, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები, ასევე ასოციაციისა (NALAG) და კონგრესის წევრები იღებდნენ მონაწილეობას.

თამარ ტალიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ევროსაბჭოს პრინციპებისა და ღირებულებების ადგილობრივ დონეზე დანერგვისა და გაძლიერებისთვის კონგრესს მადლობა გადაუხადა და აღნიშნული მიმართულებით, ათეა-ს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

,,დღეს წარმოდგენილი მნიშვნელოვანი საკითხებიდან, მე როგორც ქალი, გამოვყოფდი გენდერული თანასწორობის საკითხს. ამ მიმართულებით  ათეამ გამოავლინა ლიდერი თვითმმართველობები და წელს, ოთხმა მუნიციპალიტეტმა – ქუთაისმა, რუსთავმა, ლაგოდეხმა და ოზურგეთმა ხელი მოაწერეს ევროპულ ქარტიას ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ’’,- აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.

ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნად არჩევასაც გაუსვა ხაზი და  განაცხადა, რომ  აღნიშნული პლატფორმა მაქსიმალურად შეუწყობს ხელს იმ რეფორმების განხორციელებას, რომელთა შესრულების ვალდებულებაც ქვეყანას აკისრია.

სემინარი, რომელსაც მოდერატორობას ადგილობრივი ექსპერტები – თამარ თომაშვილი და კოკა კიღურაძე უწევდნენ, ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების შესრულების ირგვლივ მსჯელობას, მათ შორის, გენდერული თანასწორობის, დისკრიმინაციის, უმცირესობების და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვასა და სხვა საკითხების განხილვას დაეთმო.

მოგვიანებით კი, სემინარი  სამუშაო რეჟიმში გაგრძელდა, სადაც ჯგუფებმა ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის მიმართულებით საკუთარი ხედვები წარმოადგინეს. 

აღნიშნული სამუშაო შეხვედრა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა –  დავით მელუამ და ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენელთა კონგრესის  თანამშრომლობისა და საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის  აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამების განყოფილების უფროსმა – მარიტე მორასმა შეაჯამეს.

მათი განცხადებით, სამუშაო შეხვედრის შედეგები გათვალისწინებული იქნება კონგრესის მიერ მომზადებულ შეფასებაში, რომელიც  ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების რეალიზების კუთხით არსებულ მდგომარეობას და გამოწვევებს ასახავს.

Leave a reply კომენტარის გაუქმება

Your email address will not be published. Required fields are marked

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. N 142
+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Copyright © 2024 Powered by –