+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები

გიორგი ტყემალაძემ ევროსაბჭოს კონგრესის მიმდინარე საკითხთა კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

ივნისი 26, 2019 /რედაქტორი -Admin / 256,274

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის რეგიონთა პალატის სრულმა წევრმა   გიორგი ტყემალაძემ შტუტგარტში, ევროსაბჭოს კონგრესის მიმდინარე საკითხთა კომიტეტის სხდომაში  მიიღო მონაწილეობა, რომელზეც  ერთ-ერთ ძირითად საკითხად რეზოლუციისა და რეკომენდაციების პროექტი  – „ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების როლი დევნილთა დაცვის საკითხებში“ განიხილეს.

შეხვედრაზე, რომელიც ბადენ-ვიურტემბერგის პარლამენტში გაიმართა, გიორგი ტყემალაძემ  აღნიშნულ დოკუმენტში ქართული დელეგაციის მიერ წარმოდგენილი  მითითებების  ასახვისთვის კომიტეტის წევრებს მადლობა გადაუხადა და სხდომის მონაწილეებს  რამდენიმე პარაგრაფის შემდგომი დამუშავების ინიციატივით მიმართა. 

როგორც „ათეა“-ს ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველოში დაახლოებით ნახევარ მილიონ დევნილს საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების უფლება წართმეული აქვს.

 „რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ორი რეგიონის მიმდინარე უკანონო ოკუპაცია, ადგილობრივი მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები, მათ შორის ეთნიკური ნიშნით ძალადობა, სიცოცხლის  ხელყოფა, ასევე თავისუფალი გადაადგილებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვა, კიდევ უფრო ამძაფრებს არსებულ ვითარებას. შექმნილი მდგომარეობა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა ახალი ტალღის  საფრთხეს ქმნის“ – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

„ათეას“ ვიცე-პრეზიდენტმა მაგალითისთვის გალის რაიონში მცხოვრები დევნილების მდგომარეობა მოიყვანა, რომლებიც იძულებულნი არიან შეიცვალონ გვარები და აიღონ ე.წ. „აფხაზური პასპორტები“. გიორგი ტყემალაძემ ასევე აღნიშნა, რომ იძულებით გადაადგილებული პირების საკითხების მოგვარებაში საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას ერთ-ერთი უპირველესი როლი აკისრია.

„დევნილთა სახლებში დასაბრუნებლად სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით, მეტი საერთაშორისო ძალისხმევაა საჭირო. ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე პოზიცია და ძალისხმევის მობილიზება კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

აღნიშნულ საკითხთან ერთად დღევანდელ სხდომაზე, კომიტეტის სამუშაო პროგრამებზე და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ არსებულ კოდექსზეც იმსჯელეს.

ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მიმდინარე საკითხთა კომიტეტის შემდეგი სხდომა 2019 წლის 29 ოქტომბერს სტრასბურგში გაიმართება.

 

Leave a reply კომენტარის გაუქმება

Your email address will not be published. Required fields are marked

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. N 142
+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Copyright © 2024 Powered by –