+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, სენაკსა და ონში სპეციალური სამუშაო ჯგუფები შეიქმნა

სექტემბერი 2, 2021 /რედაქტორი -Admin / 256,465

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით მიმდინარე პროექტის პირველი ეტაპი, ონისა და სენაკის თვითმმართველ ერთეულებში, სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრებით დაიწყო.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, CEMR-ში ეროვნული კოორდინატორი და გენდერის ექსპერტი – ნათია ღვინაშვილი და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საკითხებში ექსპერტი – შორენა კოჭლამაზაშვილი, სამიზნე მუნიციპალიტეტებს პირადად ეწვივნენ და სამუშაო ჯგუფის წევრებს პროექტის დეტალები და საკონკურსო პირობები გააცნეს.

„გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის მექანიზმებიდან, ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი და ეფექტური ქალთა ეკონომიკური გაძლიერებაა. ჩვენი მიზანიც სწორედ ამ პრინციპიდან გამომდინარეობს, რისთვისაც მაქსიმალურად ვცდილობთ, პოტენციურ ბენეფიციარებს კონკურსის ისეთი პირობები შევთავაზოთ, რომელთა განხორციელებაც არ არის დაკავშირებული რაიმე განსაკუთრებულ სირთულეებთან.
მათთვის კი, ვინც აღნიშნულ პირობებსა და კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, დაგეგმილია სასწავლო კურსის ჩატარება, რომელიც მათ ბიზნეს გეგმის შედგენასა და საბოლოოდ, საკუთარი იდეის განხორციელებაში დაეხმარება”, – განაცხადა ნათია ღვინაშვილმა.

როგორც შეხვედრებზე აღინიშნა, მუნიციპალიტეტებმა, მოქალაქეებზე ორიენტირებული მომსახურებების გაწევის მიზნით დებულებაც შეიმუშავეს, სადაც დეტალურად გაწერეს ის ამოცანები, რომლებიც საგრანტო წინადადებებისა და მცირე პროექტების დასაფინანსებლად საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში პროექტის მხარდაჭერას, ასევე საგრანტო კონკურსის გამოცხადების შემდეგ მიზნობრივ აუდიტორიასთან ინფორმაციის გავრცელებას, ბიზნეს პროექტების მომზადების პროცესში ადმინისტრირების კუთხით კონსულტაციის გაწევასა და დაფინანსებული პროექტების მონიტორინგის სისტემის შემუშავებას ითვალისწინებს.

პროექტის განხილვის შემდეგ, მხარეებმა ბიზნეს იდეების კონკურსის გამოცხადების თარიღსა და ვადებზე, ასევე, ინფორმაციის გავრცელების ფორმებზეც იმსჯელეს. ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, კონკურსი 15 ივნისს გამოცხადდება, რომელშიც სამიზნე მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ და მცხოვრებ, 18 წელს მიღწეულ ყველა ქალს შეეძლება მონაწილეობის მიღება.

სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლები, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთა ჩართულობით საინფორმაციო შეხვედრებს გამართავენ და სპეციალური განაცხადის ფორმებს დაარიგებენ. ინფორმაცია კონკურსის დაწყების შესახებ, ასევე, გავრცელდება, როგორც ადგილობრივი მედია საშუალებების, ისე მუნიციპალიტეტების ოფიციალური ვებ-გვერდებისა და სოციალური ქსელის მეშვეობით.

აღსანიშნავია, რომ ონისა და სენაკის მუნიციპალიტეტების პირველი პირების ინიციატივით შექმნილი სამუშაო ჯგუფები, რომლებიც, მერიებისა და საკრებულოების, ასევე, არასამთავრობო და მედია სექტორის წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული, პროექტის დასრულების შემდეგაც განაგრძობენ ფუნციონირებას და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით ითანამშრომლებენ სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

გენდერული ბალანსის ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე საგრანტო კონკურსი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერითა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, პროგრამის – „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (GGLD) ფარგლებში განხორციელდება.

Leave a reply კომენტარის გაუქმება

Your email address will not be published. Required fields are marked

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. N 142
+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Copyright © 2024 Powered by –