+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები

თემაზე „ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობაში – ევროპული ქარტიის პრინციპები“ კონფერენცია გაიმართა

თებერვალი 14, 2017 /რედაქტორი -Admin / 196,593

  საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის(NALAG) ორგანიზებით, თემაზე-„ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობაში – ევროპული ქარტიის პრინციპები“ კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი დავით მელუა, თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) ხელმძღვანელი შომბი შარპი, NDI-ს  საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლაურა თორნტონი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

კონფერენციაზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორობის სამართლებრივი და პრაქტიკული მექანიზმების განმტკიცებაზე, ამ მიმართულებით საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის თანამშრომლობაზე, ასევე რეგიონული და მუნიციპალური ხელისუფლების  როლზე ისაუბრეს.

კონფერენციის ფარგლებში ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციას(NALAG), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) საქართველოს წარმომადგენლობას, გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) საქართველოს ოფისსა და „ევროპის ასოციაცია ადგილობრივი დემოკრატიისთვის“(ALDA)-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მას ხელი თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ,  თამარ ტალიაშვილმა,  NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლაურა თორნტონმა, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა შომბი შარპმა და „ევროპის „ასოციაცია ადგილობრივი დემოკრატიისთვის“ წარმომადგენელმა ნინო თვალთვაძემ მოაწერეს.

  მემორანდუმი ადგილობრივ დონეზე ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის გარანტიების გაძლიერების მიზნით ხელმომწერ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. დოკუმენტის თანახმად, მხარეები ნორვეგიის ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციისა (KS) და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის (NALAG) მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში ითანამშრომლებენ. ამით ხელი შეეწყობა საქართველოს მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ დონეზე ქალთა და მამაკაცთა შორის პრაქტიკული მექანიზმების განმტკიცებას, ასევე ,,ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობისათვის’’ ევროპული ქარტიის პოპულარიზაციას.

ღონისძიების დასასრულს, სახელწოდებით: “ქალები ადგილობრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში – პერსპექტივები და გამოწვევები საქართველოში” დისკუსიაც გაიმართა. მასში მონაწილეობას, საქართველოში გენდერული საკითხებით დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებდნენ.   

კონფერენცია ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაციის (KS) და „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ (NALAG), 2015-2018  წლების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

Leave a reply კომენტარის გაუქმება

Your email address will not be published. Required fields are marked

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. N 142
+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Copyright © 2024 Powered by –